2 მარტიდან არდადეგები კახეთის საბავშვო ბაღებშიც დაიწყება
კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგების ვადა გახანგრძლივდა და 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მერია აქვეყნებს.

„კორონავირუსთან დაკავშირებით, გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება, მუნიციპალიტეტის 37 - ვე საბავშვო ბაგა-ბაღში, 2 მარტიდან 16 მარტამდე წყვეტს სააღმზრდელო პროცესს. ამ პერიოდში ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში პროფილაქტიკური ხასიათის სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება,“ - განმარტავენ გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, გუშინ გამართულ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტიდან დაწყოს.

თუმცა, კახეთის რეგიონის საბავშვო ბაღებში არდადეგების გამოცხადება მოგვიანებით გადაწყდა.



| Print |
FaceBook Twitter Google