მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ დედებს გურჯაანის მერიამ საჩუქარი გადასცა
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, დედის დღესთან დაკავშირებით, 74 მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ დედას სასაჩუქრე პაკეტი გადასცა.


ყვავილები, ტკბილეული და სურსათი მათ სოფლებში მერის წარმომადგენლებმა და დეპუტატებმა მიართვეს.

მერიის ინფორმაციით, 3 მარტის სოციალური კამპანია გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.




| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები დედის დღე /