საგარეჯოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მორიგ საპროტესტო აქციას მართავს. ადგილობრივები, ქალაქის შესასვლელში შეიკრიბნენ.
ისინი მერიას სასოფლო- სამეურნეო სავარგულების ფარულად გასხვისებაში და ტყუილში ადანაშაულებენ.

მათი განცხადებით, ფართს საიჯარო ხელშეკრულებით ფლობდნენ, ვადის გასვლის შემდეგ, ადგილობრივ ხელისუფლებას დაკანონების მოთხოვნით მიმართეს.

თუმცა მუნიციპალიტეტმა მათგან ფარულად გაასხვისა და საპარტნიორო ფონდს გადასცა. საუბარია 500 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. რომელსაც ისინი სასოფლო სამეურნეო დანიშნულებისთვის წლების განმავლობაში იყენებდნენ.

როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეებთან შეხვედრას გეგმავს გუბერნატორის ადმინისტრაცია.

ცნობისთვის, მიწების დაბრუნების მოთხოვნით მოსახლეობამ აქცია რამდენიმე დღის წინაც გამართა. მაშინ მათ პროტესტს ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და პრობლემის მოგვარებისთვის დრო ითხოვა.
| Print |
FaceBook Twitter Google