საგარეჯოში აქციის მონაწილეები გუბერნატორის მოადგილეს დაუპირისპირდნენ
საგარეჯოში საპროტესტო აქციის მონაწილეებს კახეთის გუბერნატორის მოადგილე ირაკლი შიოშვილი შეხვდა. შეხვედრა ხმაურის ფონზე დაიწყო.
მოსახლეობა შიოშვილის განცხადებამ გააღიზიანა. მან შეკრებილებს განუმარტა, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხებოდა და ისინი უკანონოდ ეუფლებოდნენ.

ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგებლებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს. მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება პოლიციიამ განმუხტა.

თითქმის ერთ საათიანი შეხვედრა, ნაწილობრივ შეთანხმების გარეშე დასრულდა. აქციის მონაწილეებმა,ხელისუფლების წარმომადგნელებს პრობლემების მოგვარება მოსთხოვეს და ერთ კვირიანი ვადა მისცეს.

მოსახლეობამ მიიღო დაპირება, რომ საპარტნიო ფონდი მათთან კონსულტაციებს გამართავს და საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს.

მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება სცადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თუმცა მოსახლეობამ გიორგი ბოტკოველს ამის საშუალება არ მისცა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.


| Print |
FaceBook Twitter Google