2020 წლის არჩვენებისთვის კახეთში 3 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 12 მაჟორიტარული ოლქი დასავლეთ საქართველოში იქნება, ხოლო 18 - აღმოსავლეთ საქართველოში. მათგან 3 ოლქი იქნება კახეთში.

“მონახაზი შემუშავებული გვაქვს. დიდი მანევრირების საშუალება არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ სულ 30 ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა განისაზღვროს შესაბამისი საზღვრები. უნდა გავითვალისწინოთ რეგიონების სპეციფიკა, საზღვრები და სხვა შესაბამისი ფაქტორები, დიდი ლავირების საშუალება არ არის. შესაბამისად, საკითხი არის არსებითად ტექნიკური. საკმაოდ მსხვილი ოლქები ყალიბდება ახალი გადანაწილების საფუძველზე, რიგ შემთხვევაში, იქნება ოთხი-ხუთი მუნიციპალიტეტი ერთ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რაც პრინციპში, გარკვეულწილად ცვლის მაჟორიტარული არჩევნების სპეციფიკას. თუმცა, ეს არის ახალი რეალობა, რომლის მიხედვითაც უნდა ჩამოვაყალიბოთ ახალი საზღვრები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილი მონახაზის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარული ოლქები ასე გადანაწილდება:

გურია – 1 მაჟორიტარული ოლქი; აჭარა – 3; სამეგრელო – 3; რაჭა-ლეჩქუმ-სვანეთი – 1; იმერეთი – 4; შიდა ქართლი – 2; კახეთი – 3; ქვემო ქართლი – 3; სამცხე-ჯავახეთი – 2; მცხეთა-მთიანეთი – 1.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება.

| Print |
FaceBook Twitter Google