1 მარტიდან დღემდე კახეთში ხანძრის 18 კერა დაფიქსირდა
2020 წლის 1 მარტიდან დღემდე, ტყის ეროვნული სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში ხანძრის 43 შემთხვევა დაფიქსირდა და ხანძრის გავრცელების საერთო ფართობმა 546 ჰექტარი შეადგინა.
დაფიქსირებული 43 შემთხვევიდან, უმეტეს ნაწილში ცეცხლის კერა ლიკვიდირებულია, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში, ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

აღნიშნულის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ტერიტორიაზე გახშირებულ ხანძრებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

მისივე ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით ხანძრის შემთხვევები ასე გამოიყურება:

• კახეთი 18 კერა - 168 ჰექტარი
• სამცხე-ჯავახეთი 1 კერა -1 ჰექტარი
• რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი 3 კერა -60 ჰექტარი
• ქვემო ქართლი 5 კერა - 65 ჰექტარი
• შიდა ქართლი 2 კერა - 15 ჰექტარი
• გურია 4 კერა - 8.5 ჰექტარი
• იმერეთი 6 კერა - 16 ჰექტარი
• სამეგრელო-ზემო სვანეთი 4 კერა - 200 ჰექტარი (ფართობის სიდიდის მიუხედავად ხანძარი მხოლოდ ქვეტყეზე და ბუჩქნარზე გადავიდა)
• მცხეთა-მთიანეთი 1 კერა - 10 ჰექტარი.



| Print |
FaceBook Twitter Google