რა რეკომენდაციით მიმართავს სურსათის სააგენტო კვების ობიექტებს
სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით, შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს.
სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, გაზარდონ აღჭურვილობის/ინვენტარის ზედაპირების რეცხვა -დეზინფიცირების სიხშირე, ხოლო საჯარო სივრცეში, სადაც მომხმარებლის ნაკადი მაღალია, დაიცვან შესაბამისი ჰიგიენური ნორმები და ინტენსიურად ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები.

რეკომენდაციები ასე გამოიყურება:

-გაზარდეთ ობიექტში ყველა სახის ინვენტარის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე;
-ობიექტის შესასვლელსა და გამოსასვლელთან განათავსეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარიანი მოწყობილობა (რეკომენდებულია სადეზინფექციო ხსნარის სპირტშემცველობა შეადგენდეს არანაკლებ 60 %-ს);
-ადეზინფექციო ხსნარიან მოწყობილობასთან განათავსეთ ხელების დეზინფექციის ინსტრუქცია;
-ხელსაბანთან განათავსეთ ხელის დაბანის ინსტრუქცია; გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსეთ ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით;
-ნაგვის ურნების შიგთავსი მოათავსეთ პლასტიკის პარკებში და თავი მჭიდროდ მოუკარით, შემდეგ მეორე პარკში, რომელსაც თავს ასევე მჭიდროდ მოუკრავთ;
-ნაგვის ურნები დაცალეთ სათანადო სიხშირითა და პირობების დაცვით;
-ხშირად დაამუშავეთ კარის სახელურები სადეზინფექციო ხსნარებით;
-შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენეთ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია.
| Print |
FaceBook Twitter Google