თელავში 50 წლამდე მამაკაცი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს
მამაკაცმა, რომელსაც თელავის უნივერსიტეტის პროფესორი თავდასხმაში ადანაშაულებდა, თავი მოიკლა. 50 წლამდე მამაკაცი სოფელ შალაურთან ახლოს მდებარე სასაფლაოზე ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ოჯახის ახლობლების თქმოთ, ბოლო პერიოდში 50 წლამდე მამაკაცს დეპრესიის ნიშნები ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google