გიორგი გახარიამ სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებს დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია მისცა
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობისა და სახელმწიფოს ყველა უწყებას, ასევე, კერძო სტრუქტურებს, შესაძლებლობების ფარგლებში, დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია მისცა.
"თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი იყოს დისტანციურ რეჟიმში. რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობისა და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას", — განაცხადა მან.

დღევანდელ სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ მთავრობა მუშაობის საგანგებო, 24-საათიან რეჟიმზე გადადის. გახარიას თქმით, ეს განსაკუთრებით ეხება: ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების, იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს. ასევე, ფინანსთა სამინისტროების შესაბამის უწყებებს, რომლებიც საზღვრებზე ფუნქციონირებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.




| Print |
FaceBook Twitter Google