ქელეხებსა და ქორწილებზე შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქელეხებსა და ქორწილებზე, შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განუცხადა.
"ეს არის ცხოვრების წესის ჩვეულებრივი შეზღუდვა, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს შესაძლოა, გასაკეთებელი გახდეს. ამიტომ, ამისთვის ყველა წინასწარ უნდა ვიყოთ მომზადებული, რომ დიდი თავყრილობები შესაძლოა, მთავრობამ აკრძალოს. ყველაფერი სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ არ გვინდა მივიდეთ ისეთ სიტუაციამდე , როგორთანაც მივიდა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და მერე გამოაცხადეს ასეთი ღონისძიებები. ყველაფერი დამოკიდეული იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის 24 შემთხვევაა დაფიქსირებული.




| Print |
FaceBook Twitter Google