პრობაციონერები 14 აპრილამდე რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლდნენ
კორონავირუსის პრევენციის გავრცელების მიზნით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის საქართველოს იუსტიციის სამინისტროც.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პრობაციონერები 14 აპრილამდე რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლდნენ.

"ეს ნიშნავს იმას, რომ ე.წ. თითის დადება, პრობაციის ოფიცერთან, სოცმუშაკთან, ან ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები არის გაუქმებული," - განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს გარდაუვალი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ვიზიტისგან.


| Print |
FaceBook Twitter Google