KTW ჯგუფი სახელმწიფოს კარანტინისთვის სასტუმრო ახაშენს სთავაზობს
KTW ჯგუფი, რომელიც მართავს სასტუმროს „Akhasheni Wine Resort & spa”, მზადაა, აღნიშნული სივრცე მთავრობას საკარანტინო ზონისთვის დაუთმოს.


„KTW ჯგუფი სრული პასუხისმგებლობით იზიარებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და სურს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადოს სახელმწიფოს კორონავირუსთან (COVID 19) ბრძოლის მიმართულებით.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ შესაძლოა პრობლემატური იყოს ქვეყანაში საკარანტინო ზონების მობილიზება. ეს პრობლემა მწვავედ დგას კონკრეტულად კახეთის რეგიონშიც. შესაბამისად, KTW ჯგუფი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს სასტუმრო-კომპლექსი “Akhasheni Wine Resort & spa”, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარეობს, დროებით სრულად დაუთმოს სახელმწიფოს, საკარანტინო ზონად გამოსაყენებლად.“ - აღნიშნული KTW ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


სასტუმრო „Akhasheni Wine Resort & Spa”, მოიცავს 40 სასტუმრო ნომერს, მათ შორის ადაპტირებულ ნომრებს შშმ პირებისთვის.




| Print |
FaceBook Twitter Google