ქვეყანა სურსათის დეფიციტის შექმნის საშიშროების წინაშე არ დგას-ლევან დავითაშვილი

„ქვეყანაში არსებობს სურსათის ადეკვატური მარაგი და ამაზე სახელმწიფო ზრუნავს. კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, ქვეყანაში უსაფრთხოების გამკაცრებული რეჟიმი მოქმედებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობას სურსათის დეფიციტის შექმნის უნდა ეშინოდეს. ყველა კრიზისულ სიტუაციაში, ყველაზე დიდი სირთულე არის პანიკა. პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს - ქვეყანა სურსათის დეფიციტის შექმნის საშიშროების წინაშე არ დგას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა .

მისი თქმით, გამოყოფილია 18 კატეგორიის სურსათი (ბურღულელული, ხორბალი, მარილი, შაქარი, ბოსტნეული, ფრინველის ხორცი, დაკონსერვებული პროდუქცია,..), რომელზეც, დღეისათვის, რეგულარული მონიტორინგი მიმდინარეობს და ქვეყანაში მარაგები არსებობს.


„მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სავაჭრო ობიქტებში არ შევქმნათ დაძაბულობა და მიწოდების პროცესი ხელოვნურად არ გავხადოთ უმართავი, რაც ისევ ჩვენ, მომხმარებელს დაგვაზარალებს.
ქვეყნის შიგნით ყველა წარმოება შეფერხების გარეშე ხორციელდება. არ გვაქვს სირთულეები იმპორტის მიმართულებით. ყველა მომსახურება, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს იმპორტ-ექსპორტის უზრუნველსაყოფად, აბსოლუტურად შუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეოს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აქვე შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ
მთლიანად მთავრობის ინფრასტრუქტურა მზად არის, მიეხმაროს მათ, სანაცვლოდ კი მოუწოდა, პროდუქტი იყოს თაროზე თავის დროზე საკმარისი რაოდენობით და შესაბამისი ფასით დღევანდელ გამოწვევებთან.

| Print |
FaceBook Twitter Google