თელავის საკარანტინო ზონიდან ერთი პირი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
საქართველოში პარიზი-თბილისის რეისით დაბრუნებულ 47 წლის ქალს, მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა. ამის გამო ის დროებით, თელავის რეფერალურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. შემდეგ კი, სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი სასწრაფოს მანქანით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკამაყოფილებელია. მისი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და აქვს თუ არა კორონავირუსი, ხვალ დილით გახდება ცნობილი.“ - აღნიშნა რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ თელავის ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილი საკარანტინო ზონაში საინკუპაცო პერიოდს 50-მდე პირი გადის, რომლებიც საქართველოში საფრანგეთიდან დაბრუნდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google