ლევან თედიაშვილი 72 წლის გახდა
დღეს, 15 მარტს ქართველი მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის დაბადების დღეა. მას 72 წელი შეუსრულდა.

ლევან თედიაშვილი სხვადასხვა წლებში იყო, სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის და ევროპის 3-გზის ჩემპიონი. მსოფლიო თასის მფლობელი. ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973).

1971, 73 და 74 წლებში ის დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად. როგორც მსახიობმა, მან შექმნა სახასიათო სახე გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია“, სადაც გოგიას როლი შეასრულა.

ვიკიპედიას ინფორმაციით, ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა: 82 და 90კგ წონებში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100კგ წონით კატეგორიაში კი - ევროპის ჩემპიონის ტიტული.

1993–1995 წლებში იყო სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებული კახეთის რეგიონში.

2018 წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ ლევან თედიაშვილს საპატიო გარეჯელის წოდება მიანიჭა.
| Print |
FaceBook Twitter Google