მეორე პაციენტის პირველადი ტესტი უარყოფითია
პირველადი ტესტით კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტიც გამოჯანმრთელდა, რადგან ტესტის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.


მისივე თქმით, თუ 24 საათში გაკეთებული მეორე ანალიზიც უარყოფით შედეგს უჩვენებს, პაციენტი გამოჯანმთელებულად ჩაითვლება.

"მეორე პაციენტს, რომელსაც აქვს ირანის მოგზაურობის ისტორია, გუშინ ჩაუტარდა ტესტირება და პირველადად უარყოფითი პასუხი მივიღეთ. ეა ძალიან კარგია, თუმცა 24 საათის ინტერვალში უნდა გაკეთდეს მეორე ტესტირება. განმეორებით უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში ვიტყვით, რომ პაციენტი გამოჯანმრთელდა",- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, 14 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველი პაციენტის ტესტის პასუხი „კოვიდ-19“-ზე უარყოფითია.

| Print |
FaceBook Twitter Google