კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა
კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა, რომელიც ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთ კონტაქს წარმოადგენს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღეს განაცხადა. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ტესტირება 15 პაციენტზე ჩატარდა, მათგან 14-ზე მივიღეთ ნეგატიური პასუხი და ერთი პაციენტის ტესტი იყო დადებითი. იგი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს ჩაუტარდება მას განმეორებითი კვლევები. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ ეტაპზე, ინფექციური საავადმტოფოს სტაციონარში ჯამში 45 პაციენტია. მათგან 29 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა.

| Print |
FaceBook Twitter Google