გომბორის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს
ინტენსიური თოვისა და ტემპერატურის დაცემის გამო, თელავი- ვაზიანი- გომბორის საავტომობილო გზაზე მთელი ღამის განმავლობაში მოქმედებდა შეზღუდვები. თელავის საგზაო სამმართველოს უფროსის თამაზ აბდულაშვილის ინფორმაციით, გზის გაწმენდითი სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.  ამ დროისთვის გადაადგილება აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტისთვის,გარდა მაღალი გამავლობისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების მქონე ტრანსპორტისთვის.  გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს
| Print |
FaceBook Twitter Google