კახეთს კიდევ ერთი საკარანტინო ზონა დაემატა
კახეთის რეგიონს კიდევ ერთი საკარანტინო ზონა დაემატა. აღნიშნულის შესახებ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, თელავის სამ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის160 ადამიანი იმყოფება.

ხიზანიშვილის განცხადებთ, ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები- პუნქტიდან საქართველოს ხუთი მოქალაქე პირდაპირ თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს, რადგან მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.

"198 ადამიანი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფება. მეთვალყურება მოეხსნა 5 პირს, ხოლო 11 ადამიანი, თვითიზოლაციაში თბილისშია .
თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო სამი ადამიანი საკარანტინო ზონაში პოლიციამ იძულების წესით მოათავსა",- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

პრესკონფერენციაზე პრევენციული ღონისძიებებისა და მთავრობის მიერ გამკაცრებული რეჟიმის მნიშვნელობაზე ისაუბრა კახეთის გუბერნატორმა. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, აუცილებელია დავიცვათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები, რათა კორონავირუსის შიდა შესაძლო გავრცელება მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული.
| Print |
FaceBook Twitter Google