28 ადამიანი კარანტინში იძულების წესით გადაიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 28 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
აღნიშნული პირები საკარანტინო ზონაში იძულებით გადაიყვანეს. იძულების წესით, ჯამში, 99 ადამიანია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ რეგულაციებს.
| Print |
FaceBook Twitter Google