გურჯაანი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა არ არის
დღეიდან გურჯაანი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა არ არის. გარდა იმისა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა, გურჯაანში რეისებს არც მსუბუქი ტაქსის მძღოლები ახორციელებენ.

როგორც მათ speqtri.ge-სთან პირად საუბარში აღნიშნეს, პოლიციისგან მიიღეს გაფრთხილება, რომ მუშაობა შეაჩერონ. ასეთივე მითითება მიიღეს იმ მძღოლებმა, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადაადგილდებოდნენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ტაქსის მძღოლებს სადეზინფექციო ხსნარი გადასცა, რათა მათ ავტომობილები რეგულარულად დაემუშავებინათ.




| Print |
FaceBook Twitter Google