თელავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა არ გაძვირებულა
სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაცია,იმის შესახებ რომ თელავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა 10 ლარით გაძვირდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
ამის დასტურად მძღოლებმა მანქანის საქარე მინაზე მგზავრობის ღირებულების ოდენობის შესახებ ინფორმაცია განათავსეს. ფასების შესაძლო მატებას და ავტომაქანაში არსებულ ჰიგიენურ ნორმებს სამართალდამცველები აკონტროლებენ.

"ამ ეტაპზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე არ ვგეგმავთ თანხის გაზრდას, ისედაც მგზავრთა სიმცირეა და არალოგიკურია თანხის მომატება.ჩვენ ვითავლისწინებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.ფასებს პოლოცია ამოწმებს."'-აცხადებენ მძღოლები

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით დღეიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
| Print |
FaceBook Twitter Google