კახეთის საკარანტინო ზონაში 133 ადამიანია მოთავსებული
კახეთის რეგიონში მდებარე საკარანტონო სივრცეში ამ დროისთვის 133 მოქალაქეა მოთავსებული. ისინი თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამ ზონაში არიან გადანაწილებული.
249 ადამიანი კი თვითიზოლაციაშია.

დაავადებაათა კონტროლის კახეთის სამმართველოს უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მოქალაქეების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.არცერთ მათგანს კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნება.

გვიან ღამით კი თელავის საკარანტონო ზონიდან,თბილისის რესპუბლიკურ სავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით ერთი მოქალაქე გადაიყვანეს.
| Print |
FaceBook Twitter Google