აქცია გურჯაანში - რას ითხოვენ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები
გურჯაანში სამარშრუტო ტაქსის მძღოლებმა აქცია გამართეს. ისინი ავტოსადგურში შეიკრიბნენ და კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხის გამო, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების დასრულებამდე, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესება მოითხოვეს.

მძღოლებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა. არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, მათ მოთხოვნას კახეთის გუბერნატორსა და მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს გააცნობს, რის შემდეგაც მძღოლების აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google