კორონავირუსით ესპანეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე 74 წლის ქალი გარდაიცვალა, - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილს კორონავირუსთან ერთად ჰქონდა ქრონიკული დაავადებაც.

"ჩვენ პერმანენტულ კონტაქტზე ვართ ოჯახთან, ჩვენი დიპლომატიური სამსახური ეხმარება მათ ყველა საჭირო პროცედურის მოგვარებაში".

როგორც ირაკლი ჩიქოვანი განმარტავს, დიპლომატიური სამსახურის თანმაშრომლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, შექმნილია ცხელი ხაზი იმისთვის, რომ მაქსიმალურად ოპერატიულად დაზუსტებული და განახლებული ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმყოფებიან.
| Print |
FaceBook Twitter Google