კორონავირუსის პრევენციის საინფორმაციო კამპანია გურჯაანში
ამ წუთებში გურჯაანელი ახალგაზრდების ინიციატივით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალოტეტის ტერიტორიაზე საინფორმაციო პოსტერების გავრცელება მიმდინარეობს.
მერიის მიერ შექმნილი საინფორმაციო პოსტერები ქალაქ გურჯაანსა და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ცენტრალურ ადგილებზე განთავსდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს გურჯაანელ ახალგაზრდებს, სურვილის შემთხვევაში, ჩაერთონ ვირუსის პრევენციისთვის, მერიის მიერ დაგეგმილ მოხალისეობრივ საქმიანობაში.

მოხალისეობის მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაციის ფორმა შეავსონ ამ ბმულზე.




| Print |
FaceBook Twitter Google