კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა
20 მარტს საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რიცხვი 43–მდე გაიზარდა.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგევრდზე stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1925 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 271 პაციენტია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
| Print |
FaceBook Twitter Google