კახეთში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა 283-მდე გაიზარდა
კახეთის რეგიონის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რიცხვი 249-დან 283 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი  თქმით, ლაგოდეხის სასაზღვრო- გამშვები პუნქტიდან საქართველოს ორი მოქალაქე წუხელ პირდაპირ თბილისის ერთ- ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.

"თელავში მდებარე საკარანტინო ზონიდან ტემპერატურის და ყელის წვის სიმპტომებით შუახსნის ქალი თელავის ერთ- ერთ კლინიკაში მოათავსეს, მას უკვე აუღეს ანალიზები, რომელსაც ცოტა ხანში ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან. ერთ კაცს კი რამდენიმე საათში თელავის საკარანტინო ზონიდან თბილისში გადაიყვანენ",-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სპეციალისტების მეთვალყურეობა მოეხსნა 6 ადამიანს, ხოლო 3 საქართველოს მოქალაქე იძულების წესით საკარანტინო ზონაში პოლიციის დახმარებთ გადაიყვანეს.


| Print |
FaceBook Twitter Google