გურჯაანში სილამაზის სალონები აღარ მუშაობს
პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადების შემდეგ,გურჯაანში მდებარე სალონებმა მუშაობა ოფიციალურად შეწყვიტეს. არ იციან როდის შეძლებენ საქმიანობის განახლებას.

"სალონების დახურვა ძალიან იმოქმედებს ჩვენ ფინანსებზე. რამე შეღავათი უნდა დააწესონ, მაგალითად, ის, რომ ერთდროულად ერთ ადამიანზე მეტი არ შემოვუშვათ სალონში, თორემ ძალიან ძნელია ვინც ყოველდღიურ შემოსავალზეა დამოკიდებული"-ამბობს ნათია ხუნაშვილი,რომელიც new style-ში მუშაობს.

სალონების ნაწილმა თავისი სურვილით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ შეაჩერეს მუშაობა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროსთვის, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსით 43 ადამიანია ინფიცირებული. კახეთის რეგიონში ამ წუთის მონაცემებით, თვითიზოლაციაში 283 ადამიანი იმყოფება.
| Print |
FaceBook Twitter Google