კახეთში თვითიზოლაციაში 353 მოქალაქე იმყოფება
21 მარტის მონაცემებით, კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 353 მოქალაქე.

დაავადებაათა კონტროლის კახეთის სამმართველოს უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რაიონების მიხედვით მონაცემები ასე ნაწილდება:
საგარეჯო- 43, ლაგოდეხი - 38, ყვარელი -17, გურჯაანი -56, სიღნაღი -28, თელავი -90 , დედოფლისწყარო - 38, ახმეტა - 43.

„თვითიზოლაციის ვადა ამოეწურა 6 მოქალაქეს, კარანტინში გადაყვანილია 1 მოქალაქე. ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტიდან კარანტინში გადაყვანილია 3 მოქალაქე, “ - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

რაც შეეხება საკარანტინო ზონებს: 5 ლოკაციაზე სულ 284 მოქალაქეა.
| Print |
FaceBook Twitter Google