თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 21 მარტს, საკარანტინო ზონებში 10 ადამიანი გადაიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის თანამშრომელბის ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, 21 მარტს, იმერეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ ყველა მათგანი საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.

ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 190 ადამიანია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რასაც პარლამენტმაც დაუჭირა მხარი.



| Print |
FaceBook Twitter Google