"ნაციონალური მოძრაობის" თელავის ოფისში პირბადეებსა და სადეზინფექციო ხსნარებს არიგებენ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  თელავის ოფისში, პარტიის წევრები მოქალაქეებს პირბადეებსა და სადეზინფექციო ხსნარებს ურიგებენ.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბოტკოველის თქმით, ვინც ოფისში მისვლას თავად ვერ შეძლებს, სახლში მიუტანენ.
"აღნიშნული აქტივობა კახეთის რეგიონში დღეს თელავით დავიწყეთ. ეს იქნება ინტენსიური ხასიათის კამპანია. ყველა მსურველს ვაძლევთ პაკეტს,სადაც მოთავსებულია სადენზინფექციო ხსნარი, ხელთათმანი და პირბადე," - განაცხადა  ბოტკოველმა.
აღნიშნული ღონოსძიება ყველა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად განხორციელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google