გურჯაანიდან 2 თვის ბავშვი საეჭვო სიმპტომებით ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან 2 თვის ბავშვი საეჭვო სიმპტომებით ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინფორმაციას გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში ადასტურებენ. ბავშვს ხველა და სუნთქვის გაძნელება აღენიშნებოდა. ჩვილი თურქეთის მოქალაქეა და დედა ქართველი ჰყავს.

აგრეთვე, წუხელ გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან კიდევ 2 მამაკაცი, მაღალი ტემპერატურით, გორისა და თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთს აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორია აქვს, მეორე კი ქუთაისის აეროპორტში იმყოფებოდა.

ყველა პაციენტს კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდება. პასუხი დღეს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.
| Print |
FaceBook Twitter Google