კახეთში სამ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთის რეგიონიდან, ლაპორატორიაში გაგზავნილი სამი კვლევიდან Covid 19 არ დადასტურებულა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. გუშინ 2 თვის ჩვილი და 2 მამაკაცი, გუეჯაანიდან, საეჭვო სიმპტომებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
მისი თქმით,
რეგიონში,ორი მუნიციპალიტეტის მასშტაბით 8 საკარანტინე ლოკაციაზე 528 მოქალაქე იმყოფება. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროის თვის დამაკმაყოფილებელია.

თვითიზოლაციაში 463 მოქალაქეა, ხოლო 18-ს მეთვალყურეობის ვალდებულება მოეხსნა.3 პირი კი თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო იძულებით გადაიყვანეს თბილისში საკარანტინე სივრცეში.

ამასთან ერთად,ეთნიკურად აზერბაიჯანულ დასახლებაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ყველა საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.ამ ეტაპზე მარნეულის კლასეტერთან არცერთი კონტაქტი ან კავშირი არ იკვეთება.

კახეთში,ვირუსის შესაძლო გავრცელების გამო,სავადმყოფოები განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმში გადადის.ამ დროისთვის რეგიონში 4 სავადმყოფოს აღჭურვა მიმდინარეობს.სადაც დაინფიცირებულ პაციენტებს სპეციალირად მოწყობილ ბოქსირებულ განყოფილებებში მოათავსებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google