ახალი ამბები
გიმნაზიის დამფუძნებელი ოთარ ჭილაშვილი გარდაიცვალა
გიმნაზიის დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი, ოთარ ჭილაშვილი გარდაიცვალა. მკაცრი, სამართლიანი, ყველასათვის საყვარელი და საპატივსაცემო ადამიანი, - ასე აფასებენ მას ყოფილი მოსწავლეები.

ძმებმა - გურამ და ოთარ ჭილაშვილებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გურჯაანში გიმნაზია (დღევანდელი მეოთხე საჯარო სკოლა) 1990 წელს დააარსეს. 1991 წლიდან კი დირექტორად ოთარ ჭილაშვილი დაინიშნა.

თავდაპირველად აქ მე-9 კლასის მოსწავლეები მიიღეს. მიმდინარეობდა პროფილური სწავლება: ბავშვები ინტერესების მიხედვით გადანაწილებულები იყვნენ ფიზიკა-მათემატიკის, ქიმია-ბიოლოგიისა და ჰუმანიტარულ ჯგუფებში, სადაც ძირითად საგნებს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიდნენ.
მომდევნო წლებში გიმნაზიას დაწყებითი კლასებიც დაემატა.

ეს იყო პირველი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც უნივერსიტეტის მსგავსად, წელიწადში ორჯერ ტარდებოდა გამოცდები. სწორედ ამიტომ, გიმნაზიის ბავშვები ყველაზე კარგი აკადემიური მოსწრებითა და შედეგებით გამოირჩეოდნენ.

ოთარ ჭილაშვილის ინიციატივით, გიმნაზიაში გაიხსნა საზაფხულო სკოლა, სადაც გაძლიერებულად ისწავლებოდა ინფორმატიკა და მათემატიკა. მოსწავლეები გაცვლითი პროგრამებით ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში მიდიოდნენ.

ოთარ ჭილაშვილი ასევე დაკავებული იყო საზოადობრივი საქმიანობითაც. იყო საზოგადოება „გურჯაანის“ წევრი. სწორედ ეს ორგანიზაცია იყო კახეთში რკინიგზის აღდგენის ერთ-ერთი ინიციატორი. მას მიაჩნდა, რომ „რკინიგზა მთელი კახეთისთვის, საქართველოსთვის ნათელი მომავლის გზაა“


გასულ წელს, გიმნაზიის ყოფილმა მოსწავლეებმა ოთარ ჭილაშვილს განათლების სფეროში გაწეული ღვაწლისთვის ვარსკვლავი გაუხსნეს. ღონისძიებას სკოლის პედაგოგები, კურსდამთავრებულები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ავადმყოფობის გამო ვარსკვლავის გახსნას არ ესწრებოდა ოთარ ჭილაშვილი, თუმცა ის სკაიპით ჩაერთო.

ოთარ ჭილაშვილი იყო გურჯაანის საპატიო მოქალაქე.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
2 ივნისს რეგიონიდან ლუგარის ცენტრში 52 ნიმუში გააგზავნეს, ყველა
ნიმუშის შედეგი ნეგატიური აღმოჩნდა.
2 ივნისს რეგიონიდან ლუგარის ცენტრში 52 ნიმუში გააგზავნეს, ყველა ნიმუშის შედეგი ნეგატიური აღმოჩნდა.
14:52 / 03.06.2020
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვალუტის გადამცვლელი
პუნქტები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ. სებ-ის ვალუტის
გადამცვლელ პუნქტებს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ. სებ-ის ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
11:39 / 03.06.2020
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, 
საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რიგის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით
ორგანიზება მოხდება, უშუალოდ უბანზე შესვლისას კი მოქალაქეს
თერმოსკრინინგით შეამოწმებენ.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით,  საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რიგის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით ორგანიზება მოხდება, უშუალოდ უბანზე შესვლისას კი მოქალაქეს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ.

15:50 / 02.06.2020
1 ივნისს კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 24 ნიმუშის
პასუხი ნეგატიური აღმოჩნდა.
1 ივნისს კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 24 ნიმუშის პასუხი ნეგატიური აღმოჩნდა.
11:34 / 02.06.2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით
გაიზარდა და 796 გახდა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ
სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 796 გახდა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
10:24 / 02.06.2020
სხვა ამბები
პატარძეულელმა პოეტმა რომან ზუკაკიშვილმა ლექსების მორიგი კრებული გამოსცა. "ჩვენ და წუთისოფელი" (პოეზიის მეორე ტომი) - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც შეტანილია 500-მდე უმთავრესად ახალი ლექსი.
16:37 / 02-06-2020
იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული წლიური ქულა მოსწავლისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, მას ექნება შესაძლებლობა სკოლის ადმინისტრაციას მიმართოს და კონკრეტულ საგანში ნიშანი აიმაღლოს. - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
18:25 / 15-05-2020
როგორც დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკოლებში მოსწავლეები ახალი მოდელით შეფასდებიან. მისი განმარტებით, არსებობს შეფასების ორი ფორმა: განმავითარებელი და განსაზღვრული.
17:43 / 15-05-2020
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს, როგორც ადრე.
17:37 / 15-05-2020
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარამ განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019–2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება.
17:04 / 15-05-2020
გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე, 600 კვადრატული მეტრის სიგრძის სკვერს ჩაუტარდა რეაბილატაცია და მოხდა მისი გამწვანება. როგორც ააიპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი, ვალერი შოშიაშვილი ამბობს, ამისთვის 6 ათასი ლარი გაიხარჯა.
12:06 / 07-05-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4087
USD
USD
1
3.0416
GBP
GBP
1
3.8294
TRY
TRY
1
0.4500
RUB
RUB
100
4.4290
ამინდი
გურჯაანი 17 / 31 °C
img
საგარეჯო 15 / 27 °C
img
დ.წყარო 14 / 27 °C
img
სიღნაღი 17 / 32 °C
img
ლაგოდეხი 14 / 28 °C
img
ყვარელი 17 / 31 °C
img
თელავი 16 / 29 °C
img
ახმეტა 15 / 29 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.