კორონავირუსისგან საქართველოში უკვე 10 პაციენტი განიკურნა
საქართველოში კორონავირუსით განკურნებული უკვე 10 პაციენტია. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბამ განაცხადა, კლინიკა გუშინ კიდევ ერთმა პაციენტმა დატოვა.

მთავრობის მიერ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შექმნილი ვებგვერდის stop.cov.ge-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული 73 შემთხვევა, კარანტინის რეჟიმში 4055 პირია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 პაციენტის იმყოფება.


საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.


| Print |
FaceBook Twitter Google