ირაკლი ქადაგიშვილმა თელავში ყველის საწარმო მოინახულა
დღეს, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა თელავის მუნიციპალიტეტში ყველის საწარმო "ცივის ყველი" მოინახულა. ქადაგიშვილი საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნო. "ცივის ყველი" ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ხდება რძის გადამუშავება სხვადასხვა ნაირსახეობის ყველის წარმოება და სასურსათო ობიექტებში გატანა. საწარმოში მაქსიმალურად დაცულია სანიტარულ - ჰიგიენური ნორმები. თანამშრომლები სანიტარული ნორმების სრული დაცვით აღჭურვილნი არიან - პირბადეებითა და ხელთათმანებით, ამავდროულად, იცავენ სოციალურ დისტანციას. საწარმოს მეპატრონის გოჩა ღაღაშვილის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციისთვის გაცემული რეკომენდაციებს ყოვედღიურად ითვალისწინებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google