თელავში საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეებს ორი საავადმყოფო მიიღებს
კორონავირუსის სიმპტომების მქონე მოქალაქეებს, თელავში ორი სამედიცინო დაწესებულება-რეფერალური და ცენტრალური საავადმყოფო მიიღებს.
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რიგითი მოქალაქეების მომსახურება უკვე შეაჩერეს და სტაციონარში მოთავსებული პაციენტები სხვა კლინიკებში გადაანაწილეს. საავადმყოფო სრულ მზადყოფნაშია და კორონავირუსის სიმპტომების მქონე მოქალაქეების მიღებას ხვალიდან დაიწყებს. 
სერვისები შეაჩერა თელავის ცენტრალურმა საავადმყოფომაც. ამ დროისთვის სპეციალური განყოფილებების მოწყობა და პერსონალის მომზადება მიმდინარეობს.
დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის თქმით, კახეთში სამედიცინო დაწესებულებებში ინფიცირებულების გადაყვანა, დროის დაზოგვას, სწრაფ დიაგნოსტიკას და მკურნალობას შეუწყობს ხელს.
| Print |
FaceBook Twitter Google