კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 452 პირი იმყოფება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 25 მარტის მონაცემებით, რეგიონში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში იმყოფება 452 მოქალაქე.

,,25 მარტის მონაცმებით ლაგოდეხში თვითიზოლაციაში იმყოფება 89 მოქალაქე, საგარეჯოში - 76, სიღნაღში - 75, თელავში - 72, გურჯაანში - 44, ყვარელში - 39, ახმეტაში - 33 და დედოფლისწყარში - 24. სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილია 1 მოქალაქე. 1 პირი კი, თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის გამო გადაყვანილია კარანტინშ ”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თვითიზოლაციიდან მოიხსნა 60 მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 77 მოქალაქეს დაუდასტურდა.
| Print |
FaceBook Twitter Google