ლაგოდეხის "არქიმედე" კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მიღებას შეძლებს
ლაგოდეხში მდებარე "არქიმედეს კლინიკა" მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს. სამედიცინო დაწესებულებას უკვე ამზადებენ.
კლინიკას ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კორპუსი გააჩნია.  ხელმძღვანელი ნუკრი ყარალაშვილი ამბობს, რომ ერთი კორპუსი მთალიანად საკარანტონო სივრცისთვის მოეწყო, პარალალურად მზად არიან ინფიცირებულ პაციენტებსაც უმკურნალონ. ამისთვის სულ 40 ადგილია გამოყოფილი და ყველა პალატა ბოქსირებულია.

კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მიღებას შეძლებენ თელავის რეფერალური და ცენტრალური საავადმყოფოები, აგრეთვე საგარეჯოს ჯეო-ჰოსპიტალსიც.


| Print |
FaceBook Twitter Google