კახეთიდან თბილისში მაღალი სიცხით თვითიზოლაციაში მყოფი მამაკაცი გადაიყვანეს
კახეთის რეგიონიდან თბილისის საავადმყოფოში ტემპერატურის მატების გამო საშუალო ასაკის  მამაკაცი გადაიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, მამაკაცს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს და ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. თვითიზოლაციაში ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით სულ 455  ადამიანია.  ხიზანიშვილის ცნობითვე, გასული დღე-ღამის განმავლობაში თვითიზოლაციის წესი არავის დაურღვევია. რეგიონში 8 საკარანტინო სივრცეა, სადაც 76 მოქალაქე იმყოფება.
| Print |
FaceBook Twitter Google