კახეთიდან თბილისში გადაყვანილ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა
კახეთიდან თბილისში გადაყვანილ მამაკაცს კორინავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, თვითიზოლაციაში კახეთის რეგიონსი ამ  დროისთვის 360 ადამიანი იმყოფება.
საკარანტინო სივრცეში 9 ლოკაციაზე 555 ადამიანია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გასული დღე-ღამის განმავლობაში თვითიზოლაციის წესი კახეთის რეგიონში არავის დაურღვევია.
| Print |
FaceBook Twitter Google