პენსიის გაცემის წესი შეიცვალა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირზე აპრილის თვის პენსიები წინასწარ ჩაირიცხა. 28 მარტიდან, ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენებას პენსიონერები შეძლებენ სავაჭრო ობიექტებში - აფთიაქში, მაღაზიაში ან კომუნალური გადასახადების გადახდისას. რაც შეეხება პენსიის ნაღდი ფულით მიღებას, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ლიბერთი ბანკის" მიერ წინასწარ გაცხადებული გრაფიკით.
პენსიის გაცემის წესში ამ ცვლილების განხორციელება ვირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება.

პენსიის ნაღდი ფულით მიღებაზე დადგენილი გრაფიკის სანახავად მოქალაქეებმა უნდა შეამოწმონ ვებ-გვერდი www.myliberty.ge, ან დარეკონ მობილური ტელეფონიდან ნომერზე - 032 208; ხოლო ქალაქის ნომრიდან - 208.

საქართველოს მთავრობა თხოვნით მიმართავს პენსიონერებს, გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და მაქსიმალურად მოერიდონ ფულის გამოსატანად ბანკის რიგში დგომას. იმ შემთხვევაში კი, თუ  პენსიის ნაღდი ფულის სახით მიღება სურთ, აუცილებლად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია.



| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.