ვეჯინში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომელიც გურჯაანის მუნიციპლიტეტის სოფელ ვეჯინში ქმარმა დაჭრა, კრიტიკულია. მას ცივი იარაღით გულ- მკრედის არეში ღრმა ჭრილობა აქვს მიყენებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტს ახლა ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

რაც შეეხება 24 წლის სავარაუდო ბრალდებულ ი. ნ.-ისიც  გურჯაანის ჯეო- ჰოსპიტალსშია მოთავსებული. მან შემთხვევის შემდეგ თვითდაზიანებები მკრედის არეში მიიყენა.

მკვლელობა დღეს დილით მოხდა. კაცმა ცივი იარაღით ჯერ 3 თვის შვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ცოლი იმავე იარაღით დაჭრა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ კი სავარაუდო ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.
| Print |
FaceBook Twitter Google