საქართველოში, ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის 90 დადასტურებული
შემთხვევა ფიქსირდება. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ
კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შექმნილი
ვებგვერდ stop.cov.ge-ზეა განთავსებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, მათი რაოდენობა 16-მდე
გაიზარდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4695 პირი, ხოლო სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშაა 231 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების
მიზნით, მარტს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც
აპრილამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები