კორონავირუსით საქართველოში 97 პაციენტია ინფიცირებული
30 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 97 შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 18

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4876 პირი, ხოლოვ სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 264.

ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე stopcov.ge, რომელიც მთავრობის მიერ სპეციალურად კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შეიქმნა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

| Print |
FaceBook Twitter Google