თელავის ღვინის მარანი მინისტრის მოადგილემ და გუბერნატორმა მოინახულეს
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი თელავის ღვინის მარანს ესტუმრნენ. ღვინის მარანის საკუთრებაში არსებულ ვენახებში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ვენახებში მომუშავე ადამიანები აღჭურვილი არიან პირბადეებითა და ხელთათმანებით, დაცულია სოციალური დისტანცია. თელავის ღვინის მარანმა, ქვეყანაში შექმნილი ვითარების დროს, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილ Stop CoV ფონდში 300 000 ლარი გადარიცხა.
| Print |
FaceBook Twitter Google