კახეთში თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 603-მდე გაიზარდა
თვითიზოლაციის შესაძლებლობების არ ქონის გამო, ერთი მოქალაქე კახეთიდან თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ ტრადიციულ პრესკონფერენაციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფრომა  ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კახეთის 9 საკარანტინო სივრცეში მოქალაქეების რაოდენობა 580-დან 603-მდე გაიზარდა. თვითიზოლაციაში მყოფი ადმიანების რაოდენობა კი 227-მდე შემცირდა.

ხიზანიშვილმა დღეს არ გამორიცხა, რომ სხვა რეგიონების მსგავსად, უახლოეს დღეებში
კახეთის შესასვლელ- გასასვლელში ბლოკ-პოსტები გადააგილებულ პირებზე ზედამხამხედველობის გაძლიების მიზნით მოეწყოს, სადაც მოქალაქეები თერმოსკრინინგს გაივლიან.


| Print |
FaceBook Twitter Google