საქართველოში ცხელი ხაზი - 144 ამოქმედდება
როგორც დღეს საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგ გახარიამ განცხადა, იმისათვის, რომ მოქალაქეებმა ქვეყანაში მოქმედ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე შესაბამისი პასუხები მიიღონ, შეიქმნება ცხელი ხაზი, 144.


„იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ სერიოზული პრობლემები, ჩვენ ყველას მოგვეხსენება, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა და ეს არის გამოწვევა, რომლის პროგნოზიც დღეს არსებული მონაცემებით ფაქტობრივად შეუძლებელია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია დღეს ზუსტი პროგნოზის გაკეთება რა იქნება ერთ კვირაში ან ორ კვირაში, ამიტომ უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მუშაობას. სწორედ ამიტომ, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება უფასო და რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას. ეს იქნება ის ხაზი, რომელითაც ჩვენ გვექნება პირდაპირი კავშირი ჩვენს მოქალაქეებთან.“

გახარიმ დღეს განაცხადა, რომ ხვალ, 31 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება. საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილება იკრძალება როგორც ტრანსპორტით, ისე ქვეითებისთვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით 100 ადამიანია ინფიცირებული.  მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 18.
| Print |
FaceBook Twitter Google