გურჯაანიდან თბილისში მაღალი სიცხით 33 წლის ქალი გადაიყვანეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან 33 წლის ქალი მაღალი ტემპერატურით თბილისში გადაიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი ადასტურებს. მისი თქმით, პაციენტის თბილისის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება არა სოფლის ექიმმა მიიღო. ხიზანიშვილის ამბობს, რომ 33 წლის ქალს რისკჯგუფის რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია არ აქვს, ამავე დროს არ იკვეთება COVID19-ის ინფიცირების რომელიმე შემთხვევასთან ირიბი ან პირდაპირი კონტაქტი.
| Print |
FaceBook Twitter Google